ჩოგბურთი

17:23 | 6.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ ბრაუნშვაიგში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 106 500 ევრო) მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

ბასილაშვილი მერვედფინალში რუსული ჩოგბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიჩნეულ 20 წლის კარენ ხაჩანოვს (მსოფლიო რეიტინგში მე-100) გაეჯიბრა და 6:2, 4:6, 6:4 სძლია.

თუ ვინ იქნება ნიკოლოზის მეტოქე მომდევნო წრეში, მცირე ხანში გაირკვევა. ბასილაშვილი პირველი რეიტინგის მქონე ბრაზილიელი ტომას ბელუჩის და ხორვატი ანტე პავიჩის შეხვედრის დასრულებას ელის.

ცნობისთვის, Sparkassen Open 2016-ის მეოთხედფინალში გასვლით კლასიფიკაციაში 104-ე ადგილზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა 25 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ტურნირის მოგებისთვის კი 125 ქულაა გათვალისწინებული.

0.125308