რომის “ლაციოს” ამიერიდან გამოცდილი არგენტინელი სპეციალისტი მარსელო ბიელსა დამოძღვრავს. ამის შესახებ რომაული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება.
“როგორც აქამდე მედია პროგნოზირებდა, საფეხბურთო კლუბ “ლაციოს” მარსელო ბიელსა და მისი სამწვრთნელო შტაბი გაწვრთნის. შეთანხმება უკვე მიღწეულია და ისინი რომში 9 ივლისს ჩამოფრინდებიან”, - წერს “ლაციოს” საიტი.
ბიელსასა და “ლაციოს” ურთიერთანამშრომლობა დიდი ხანია ანონსდებოდა, თუმცა ტატა მარტინოს გადადგომის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ თითქოს მას არგენტინის ნაკრებში სწორედ ბიელსა ჩაანაცვლებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა პერიოდით იმუშავებს მარსელო იტალიის დედაქალაქში.
სამხრეთამერიკელი ბოლოს მარსელის “ოლიმპიკს” ედგა სათავეში, ხოლო მანამდე წარმატებით ბილბაოს “ატლეტიკში” იმუშავა.