ფეხბურთი

22:56 | 5.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნანი “ვალენსიას” ფეხბურთელია

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი ლუიშ ნანი “ვალენსიაში” განაგრძობს კარიერას. აღნიშნული ტრანსფერი “ღამურების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

29 წლის ვინგერი ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე ვალენსიაში ჩავა და სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. არაოფიციალური ცნობის თანახმად, “ფენერბახჩე” ნანის სანაცვლოდ 8.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ლუიში “ფენერბახჩეში” გასულ ზაფხულს გადავიდა და თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.117498