“უიმბლდონის” ქალთა ტურნირში ოთხი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. მეოთხედფინალში სერენა უილიამსმა რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა 6:4, 6:4 დაამარცხა. სერენამ სეტში თითო ბრეიკი შეასრულა, რაც შეხვედრის მოგებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
ნახევარფინალში უმცროსი უილიამსის მეტოქე რუსი ელენა ვესნინა იქნება, რომელმაც სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა 6:2, 6:2 გაანადგურა. ურთიერთშეხვედრებში სერენა ვესნინას 4:0-ს უგებს და თანაც რუსს ამერიკელისთვის ერთი სეტიც არ მოუგია.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში ვინუს უილიამსი გერმანელ ანგელიკა კერბერს შეხვდება. მეოთხედფინალში უფროსმა უილიამსმა ყაზახ იაროსლავა შვედოვას 7:6, 6:2 აჯობა. კერბერმა სიმონა ჰალეპს 7:5, 7:6 მოუგო. ურთიერთშეხვედრებში კერბერი ვინუსს 4:2-ს უგებს.
ნახევარფინალური მატჩები 7 ივლისს გაიმართება.