38 წლის დირკ ნოვიცკი რამდენიმე დღეში “დალას მავერიკსთან” 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ESPN-ის ცნობით, გერმანელი კალათბურთელი, რომელიც 1 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდა, 40 მილიონ დოლარს მიიღებს.
ნოვიცკი “დალასის” ღირსებას 1998 წლიდან იცავს და 2011 წელს ნბა-ს ჩემპიონიც გახდა.