ჩოგბურთი

22:55 | 5.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ საწყისი რაუნდი დასძლია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 100-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში გამარჯვება იზეიმა ეკატერინე გორგოძემ.

ქართველმა ჩოგბურთელმა “უაილდ ქარდის” მქონე უნგრელი აგნეშ ბუკტა 4:6, 7:6 (7:1), 6:4 დაამარცხა, მერვედფინალში კი მე-7 ნომრად განთესილ ავსტრიელ ბარბარა ჰაასს ეთამაშება.

სამწუხაროდ, მარცხი შეემთხვა სოფო ქვაცაბაიას, რომელიც ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოხვდა, იქ კი, ესპანელ გეორგინა გარსია-პერეზს ვერ გაუმკლავდა – 2:6, 4:6.

წყვილთა ტურნირში ქართველმა ჩოგბურთელებმა “უაილდ ქარდის” მქონე უნგრულ დუეტს (ნაგი-ვისონტაი) 6:4, 6:0 სძლიეს და მეოთხედფინალში უნგრულ-სლოვაკურ ტანდემთან (ბუკტა-იუჰაშოვა) ჭიდილი ელით.

0.11531