ჩოგბურთი

20:42 | 5.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე უიმბლდონის მერვედფინალშია!

18 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის გოგონათა ტურნირში მე-2 გამარჯვება იზეიმა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ბოლქვაძემ ინდოელ კარმან კაურ ტანდისთან მატჩში პირველი სეტი დათმო, საბოლოოდ კი, 4:6, 6:2, 6:2 იმარჯვა.

მერვედფინალში მარიამის მეტოქე მოსკოვში დაბადებული სოფია კენინი იქნება, რომელიც ამჟამად აშშ-ს სახელით ასპარეზობს.

17 წლის კენინი ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 328-ე ადგილი უკავია, ბოლქვაძეს კი 486-ე საფეხური უკავია.

0.065385