ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ ბრაუნშვაიგში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 106 500 ევრო) პირველი წრე დასძლია.
ბასილაშვილმა ჰოლანდიელი იგორ სისლინგი 1:6, 6:2, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც მე-8 ნომრად განთესილ რუს კარენ ხაჩანოვს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა იტალიელ ჯიანლუკა მაგერს 6:2, 6:7 (0:7), 6:0 სძლია.