კალათბურთი

10:42 | 5.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” გადავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 32 წლის კაპიტანი ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” გადავიდა, აღნიშნულ ინფორმაციას Yahoo ავრცელებს. წყაროს ცნობით, ზაზამ ჩემპიონებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც ქართველი კალათბურთელი 2.9 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

“გოდლენ სტეიტმა” გუნდის მთავარი ცენტრი ენდრიუ ბოგუტი “დალასში” გაუშვა, რაც დიდი ალბათობით, იმას ნიშნავს, რომ ზაზა ძირითად ცენტრად აიყვანეს.

განვლილ სეზონში ფაჩულია საშუალოდ ერთ შეხვედრაში 8.6 ქულას, 9.4 მოხსნას და 1.7 პასს აკეთებდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “გოლდენ სტეიტმა” ნბა-ს ერთ-ერთი ვარსკვლავი კევინ დურანტი დაიმატა.

0.102876