საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიური შეკრება დაასრულა. ნიკო ჩერქეზიშვილის, გიორგი ნიკოლაძისა და დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიის ქალაქ მადონაში მეორე სპარინგ-მატჩი გამართა და მასპინძელთა მძლავრ ნაკრებთან 11 ქულის სხვაობით დამარცხდა.
ქართველებმა მესამე პერიოდი (10:22) ჩააგდეს, დანარჩენ პერიოდებში კი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ და მეტოქეს ანგარიშში აჯობეს კიდეც. ცნობისთვის, ლატვიის ნაკრები „ა“ დივიზიონის წევრია და ფინალური ეტაპის ერთ-ერთ ფავორიტადაც მიიჩნევა.
საქართველოს ნაკრებში 15 ქულით საუკეთესო შედეგი ლევან მასხულიამ დააფიქსირა, დავით ლომიძის ანგარიშზე 9 ქულა დაგროვდა, ხოლო მაიზერ რევაზაშვილმა და ვილი ისიანმა 8-8 ქულა მიითვალეს.
საქართველოს ნაკრებმა ამით ლატვიური შეკრება დაასრულა და ამ ახლა, ესტონეთში გადაინაცვლებს. ქართველებს ესტონეთის 20-წლამდელთა ნაკრებთან 2 სპარინგ მატჩი ელით.
ლატვია – საქართველო 71:60 (16:12, 17:18, 22:10, 16:20)
www.gbf.ge