ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და ჰოლანდიელი მატვე მიდელკოპის დუეტი უიმბლდონზე შერეული წყვილების ტურნირს მე-2 წრეში გამოეთიშა.
კალაშნიკოვამ და მიდელკომპმა საწყის შეხვედრაში ესპანელების დავიდ მარეროს და მარია ხოსე მარტინეს სანჩესს 7:5, 5:7, 6:3 სძლიეს, გუშინ კი 40 წლის სერბი ნენად ზიმონჯიჩის და ტაივანელი იუნ-იან ჩანის მე-5 ნომრად განთესილ დუეტთან 5:7, 1:6 წააგეს.