32 წლის ამერიკელმა გამთამაშებელმა დერონ უილიამსმა “დალას მავერიკსთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 10 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
დერონი გასულ სეზონში “დალასში” საშუალოდ ერთ შეხვედრაში 14.1 ქულას და 5.8 პასს აკეთებდა.