ჩოგბურთი

21:31 | 4.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი “უიმბლდონის” მეოთხედფინალშია

დიდი სლემის 17-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა “უილბლდონის” 1/8-ფინალში ამერიკელი სტივ ჯონსონი სამ სეტში 6:2, 6:3. 7:5 დაამარცხა. მეოთხედფინალში როჯერის მეტოქე ხორვატი მარინ ჩილიჩი იქნება.
შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა “დიდი სლემის” ტურნირებზე 306-ე გამარჯვება მოიპოვა, რითაც მარტინა ნავრატილოვას გაუტოლდა.
ჯონსონთან მატჩში პირველი ორი სეტი ფედერერმა მარტივად მოიგო, მესამე პარტიაში კი ამერიკელი 3:1 დაწინაურდა, თუმცა როჯერმა სეტის შემობრუნება მოახერხა. შვეიცარიელმა უჩვეულოდ აკურატულად ითამაშა და მხოლოდ 13 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.
ფედერერი მომდევნო მოწინააღმდეგე მარინ ჩილიჩს ურთიერთშეხვედრებში 5:1-ს ამარცხებს.

0.123465