ფეხბურთი

20:45 | 4.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" "უფას" ფეხბურთელი იყიდა

ინგლისურმა “მანჩესტერ სიტიმ” უკრაინის ეროვნული ნაკრების იმედისმომცემი ნახევარმცველი ალექსანდრ ზინჩენკო გაიფორმა. ამის შესახებ “ქალაქელთა” ტვიტერის გვერდი ოფიციალურად იუწყება. თუმცა, კონტრაქტის ზუსტი დეტალები ჯერ კიდევ არ ხმაურდება. ზინჩენკო ილქაი გუნდოგანისა და ნოლიტოს შემდეგ “სიტის” მესამე ახალწვეულია.

19 წლის ფეხბურთელი აქამდე რუსულ “უფაში” ირჯებოდა, სადაც გასულ სეზონში 24 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო. ახალგაზრდა შუხაზელმა ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე თავისი სამშობლოს ღირსება სამ შეხვედრაში დაიცვა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.

0.109697