ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც ბოლო ინფორმაციით 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე თამაში გაინაღდა, გერმანიაში იმყოფება და მიმდინარე კვირაში ბრაუნშვაიგის ჩელენჯერში ითამაშებს.
Sparkassen Open 2016-ის (საპრიზო ფონდი 106 500 ევრო) საწყის წრეში ბასილაშვილის მეტოქე ჰოლანდიელ იგორ სისლინგი იქნება. თუკი ნიკოლოზმა გერმანულ თიხნარზე პირველი რაუნდი დასძლია, შემდეგი შეხვედრა მე-8 ნომრად განთესილ რუს კარენ ხაჩანოვსა და იტალიელ კვალიფიკანტ ჯანლუკა მაგერს შორის უმჯობესთან ელის.