დამთავრდა 3X3-ზე კალათბურთის ტურნირი Tbilisi challenge 2016, რომლის გამარჯვებულიც “ქუთათურები” გახდა. ამ გუნდმა ნახევარფინალში “ბებერი არწივები” დაამარცხა, ხოლო ფინალში საკმაოდ ძლიერ ”7 S”-ს სძლია.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გიორგი ბარბაქაძემ მიიღო და სამქულიანების შეჯიბრების გამარჯვებულის ის გახდა, ხოლო ჩატენვების კონკურსში საუკეთესო კოტე ბიწაძე იყო.
გამარჯვებულმა გუნდმა 3000 ლარი მიიღო და წლეულს 22-23 ივლისს, მსოფლიო ტურის შენდგომ ეტაპზე (Mოსცოწ-ოპენ-2016) გაემგზავრება.
www.gbf.ge