ლუგანსკის "ზორიამ" საკონტროლო მატჩში 1:0 სძლია ხორვატიის "რიეკას" და გოლი ქართველმა ჯაბა ლიპარტიამ გაიტანა. მან 66-ე წუთზე შეაგდო, ამ დროს მხოლოდ 8 წუთის შესული იყო მინდორზე.
ლიპარტია უკრაინულ პრემიერლიგაში ერთ-ერთი სტაბილურად მოთამაშე ქართველი ფეხბურთელია,"ზორიაც" ბოლო წლებში ოთხეულს ქვემოთ არ ჩამოდის.