მოსკოვის “სპარტაკის” შემადგენლობაში ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა ჯანო ანანიძემ თავი გოლით გამოიჩინა. სლოვენიურ “რუდართან” სპარინგ-მატჩში რუსული გუნდის თავკაცმა დიმიტრი ალენიჩევმა ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში გამთამაშებლად დააყენა და ჯანომაც ნდობა დაუფასა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შეხვედრის 24-ე წუთზე გახსნა ანგარიში - ზე ლუიშის კარგი გადაცემის შემდეგ, მეკარეს ერთი შეხებით ტექნიკური დარტყმით გაუტანა. ჯანომ მოედაზე 62 წუთი გაატარა, მისმა გუნდმა კი 2:1 იმარჯვა.