კალათბურთი

0:07 | 4.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გობერი 143-მილიონიან კონტრაქტს უმიზნებს

რუდი გობერი “იუტა ჯაზთან” 143-მილიონიანი (!) კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, რაც ფრანგი სპორტსმენებისთვის სარეკორდო გარიგება იქნება. ამ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.

ფრანგი ცენტრის აგენტი უკვე გაემგზავრა სოლტ ლეიკ სიტიში და იუტელთათვის 5 წლის განმავლობაში სწორედ აღნიშნული თანხის მოთხოვნას გეგმავს.

საინტერესოა, რომ გობერს “ჯაზმენებთან” ერთწლიანი კონტრაქტი აქვს დარჩენილი, რომლის განმავლობაშიც მას მხოლოდ 2.1 მილიონი დოლარი ეკუთვნის.

0.11888