მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ალბერტო ჯილარდინო ამიერიდან “ემპოლის” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ Sky Sports-ი დარწმუნებით იუწყება. გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის ყოველი დეტალი შეთანხმებულია და ტრანსფერი ოფიციალურ სახეს უახლოეს დღეებში მიიღებს. ჯილარდინო ტოსკანელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან სიცილიურ “პალერმოსთან” კონტრაქტი უკვე გაწყვიტა.
მოგეხსენებათ, “ემპოლიში” ქართველი ლევან მჭედლიძე ირჯება და ჯილარდინოს სახით მორიგი, თანაც სერიოზული კონკურენტი შეემატა. 33 წლის ვეტერან შემტევს იტალიის სერია ა-ში 188 გოლი აქვს გატანილი და მიზნად 200 გოლის გატანა აქვს დასახული. გასულ სეზონში მან “პალერმოს” რიგებში 33 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.