ჩოგბურთი

15:40 | 3.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე უიმბლდონზე ითამაშებს

18 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ლონდონში იმყოფება და უიმბლდონის გოგონათა ტურნირში ითამაშებს.

ბოლქვაძე, რომელიც ქალთა რეიტინგში 486-ეა, პირველ წრეში 17 წლის ბრიტანელ კეტი სვონს ეთამაშება, რომელიც მსოფლიოს 437-ე ჩოგანია. სათქმელია, რომ სვონი უიმბლდონზე მე-12 ნომრადაა განთესილი.

წყვილებში ბოლქვაძე და ამერიკელი კეტი მაკნეილი ჩინელ ჩაოს და ამერიკელ ლომერს გაეჯიბრებიან.

0.117067