ქართველმა ოქსანა კალაშნიკოვამ და იტალიელმა სარა ერანიმ, რომელთაც უიმბლდონის წყვილთა გათამაშებაში მე-15 განთესვა გააჩნდათ, ტურნირზე პირველივე მატჩი წააგეს.
კალაშნიკოვამ და ერანიმ ჰოლანდიელ მიკაელა კრაიჩეკთან და ჩეხ ბარბორა სტრიჩოვასთან პირველი სეტი კი მოიგეს, თუმცა, საბოლოოდ, 6:4, 5:7, 2:6 დამარცხდნენ.
ქართველი ჩოგბურთელი ლონდონს ჯერ არ ემშვიდობება, რადგანაც ძალებს შერეული წყვილების შეჯიბრშიც მოსინჯავს. კალაშნიკოვა და ჰოლანდიელი მატვე მიდელკოპი ესპანელებს მარეროს და მარტინეს სანჩესს გაეჯიბრებიან.