ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე მარტენ სტეკელებურგი ამიერიდან ლივერპულის “ევერტონის” რიგებში ითამაშებს. ამის შესახებ ბითლომანური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 33 წლის ვეტერანმა კიპერმა ლივერპულელებს ბედი სამი წლით დაუკავშირა. წესით, სტეკელენბურგმა “ევერტონიდან” წასული ტიმ ჰოვარდი უნდა ჩაანაცვლოს.
მარტენი ბოლოს “საუთჰემპტონში” ირიცხებოდა, თუმცა ისე, ლონდონის “ფულჰემის” საკუთრება გახლდათ. მისი ტრანსფერის ინიციატორი “ევერტონის” ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ყოფილა.
სტეკელნბურგი სხვადასხვა დროს “რომას”, “აიაქსის”, “ფულჰემისა” და “მონაკოს” რიგებშიც თამაშობდა. მასზე დიდ იმედს ამყარებდნენ, მაგრამ კარგად ჩატარებული 2010 წლის მუნდიალის მერე დაღმასვლა განიცადა.