სხვა

15:05 | 2.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო პარაოლიმპიადაზე 3 მონაწილით წარსდგება, რიოში აკაკი ჯინჭარაძეც გაემგზავრება

ქართველი პარაწოლჭიმელი აკაკი ჯინჭარაძე რიოს პარაოლიმპიადაზე გამოვა. აკაკიმ ბრაზილიაში გამგზავრების უფლება, ე.წ. "ბიპარტაიდის" წესით, ანუ ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით მოიპოვა.

28 წლის პარასპსორტსმენი, წოლჭიმით წელიწადნახევარია რაც დაინტერესდა და მისი პირადი მწვრთნელის გიორგი წასიძის უშუალო მომზადებით უდიდესი პროგრესი განიცადა. აკაკიმ, რომელიც 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, წელს გამართულ მსოფლიო თასზე დუბაიში 150 კილო დაძლია, რაც სალიცენზიო შედეგთან ძალზე ახლოს იყო. სწორედ აღნიშნული შედეგისა და მისი მზარდი პროგრესის გამო, საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა მას რიოში გასამგზავრებლად მწვანე შუქი აუნთო. აკაკი ჯინჭარაძის გარდა, მომავალ პარაოლიმპიადაზე, საქართველოს სახელით მოცურავე ლიკა ჩაჩიბაია და ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური იასპარეზებს. ამ კუთხით, ჩვენი ქვეყნისთვის რიგით მესამე პარაოლიმპიური თამაშები, უკვე საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება.

გიორგი გულბანი

0.169358