საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის ლევან ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა გრან პრის მესამე ეტაპი ელვისებურ ჭადრაკში.
გამარჯვებულმა 9-დან 7.5 ქულა დააგროვა და მეტოქეებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.
ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა საერთაშორისო დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ. მესამე ადგილზე 6.5 ქულით საერთაშორისო ოსტატი გიგა ყუფარაძე გავიდა.