ფეხბურთი

21:27 | 1.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" ზლატანის ტრანსფერი გააოფიციალურა

აწ უკვე შვედეთის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" ყოფილი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ოფიციალურად "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდა. ინფორმაცია "წითელი ეშმაკების" ვებგვერდმა გაავრცელა.

"მოხარული ვარ "მანჩესტერში" მოსვლით და პრემიერლიგაში თამაშს მოუთმენლად ველოდები. ასევე მოუთმენლად ველი მოურინიოსთან ერთად მუშაობას, იგი შესანიშნავი თავკაცია და ახალი, ამაღლვებელი გამოწვევისთვის მზად ვარ." - განაცხადა იბრამ წარდგენის დროს.

ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზლატანს წარდგენა არ სჭირდება და მთელმა მსოფლიომ იცის მის შესახებ. აგრეთვე პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ შვედმა მსოფლიოში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ჩემპიონატები ყველაზე მეტჯერ მოიგო და მომავალ სეზონში პრემიერლიგაში გაჩემპიონებას შეეცდებაო.

"იუნაიტედმა" იბრაჰიმოვიჩი ხელში უფასოდ ჩაიგდო და შვედი კლუბისთვის ერიკ ბაილის შემდეგ მეორე ტრანსფერია. თავდამსხმელმა პსჟ-ს მაისურით 180 მატჩში 156 გოლი გაიტანა. ზლატანმა სანაკრებო კარიერა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა. ფეხბურთელმა შვედეთის რიგებში 116 შეხვედრაში 62 გოლი გაიტანა.

0.118264