"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს ვაჟმა მარიომ "ფულემთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია თავად პატარა მოურინიომ ინსტაგრამის გვერდზე გაავრცელა.
მარიო ინგლისამდე ესპანეთში მადრიდის "რეალის" აკადემიაში ვარჯიშობდა, მაშინ როდესაც ჟოზე მთავარი გუნდის მწვრთნელი იყო. ფეხბურთელი ამპლუით მეკარეა და როგორც ცნობილი გახდა, სარეზერვო გუნდში ივარჯიშებს და არა 14-წლამდელებში.