საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები მოსამზადებელ ტურნეში გაემგზავრა. გია კაზანჯიანის, არჩილ ჟღენტისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილი გუნდი 3 ქვეყანას ეწვევა და მთლიანობაში 7 საკონტროლო შეხვედრას გამართავს.
საქართველოს ნაკრები თავდაპირველად ბელარუსის დედაქალაქ მინსკს ეწვევა, სადაც 3 დღე დარჩება და 3 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. ჯაზანჯიანის გუნდი ბელარუს თანატოლებს 2-ჯერ შეხვდება, შემდეგ კი აზერბაიჯანის 18-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება.
ბელარუსიდან საქართველოს ნაკრები მონტენეგროში გაემგზავრება, სადაც 4-დან 11 ივლისამდე დარჩება და ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივთა 18-წლამდე ნაკრებს ორჯერ ესპარინგება. ბოლო ვიზიტი ქართველებს ლატვიის ქალაქ მადონაში ელის. 12-17 ივლისის შეკრებისას საქართველოს ნაკრები ლატვიის 18-წლამდელთა ნაკრებს ორჯერ დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები ევრო-ტურნეში 12 კალათბურთელით გაემგზავრა. რამდენიმე მოთამაშემ იმის გამო ვერ მოახერხა შეკრებაზე გამგზავრება, რომ ეროვნული გამოცდები აქვთ. ბელარუს-მონტენეგრო-ლატვიაში ქართველები შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრნენ:
www.gbf.ge