ფეხბურთი

16:10 | 1.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნოლიტო “ქალაქელია”

ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი ნოლიტო ამიერიდან ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ “ქალაქელთა” ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს. 29 წლის ფორვარდმა “სიტისთან” 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და იგი პეპ გვარდიოლას გუნდში მისვლის მერე, მეორე შენაძენია გერმანელი ილქაი გუნდოგანის შემდეგ.

“მაქსიმუმს გავიღებ, გავაკეთებ ყველაფერს, რასაც მწვრთნელი მეტყვის. მინდა, რომ ჩემს ახალ გუნდთან ერთად რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგო. გვარდიოლა ეჭვგარეშეა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ფეხბურთს ის ძალიან კარგად იცნობს და დამეხმარება, რომ უკეთესი ფეხბურთელი გავხდე”, - განაცხადა წარდგენისას ესპანელმა შემტევმა.

ნოლიტო თავის დროზე “ბარსელონას” მეორე გუნდში თამაშობდა და გვარდიოლა მას სწორედ იქედან მოყოლებული იცნობს. ისე კი, განსაკუთრებული კარიერა არ ჰქონია – ბოლო სამი სეზონი ვიგოს “სელტაში” გაატარა და ლა ლიგაში ჩატარებულ 83 მატჩში 39 გოლის გატანა შეძლო.

0.115478