ფეხბურთი

23:11 | 30.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურამ” მეორე ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა (+VIDEO)

საჩხერის “ჩიხურამ” გასვლაზე 1:0 მოუგო კიშინიოვის ‘ზიმბრუმ” და დიდი ნაბიჯი გადადგა მეორე ეტაპისკენ. ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლოს გავიდა, გიორგი რეხვიაშვილმა საჯარიმო ჩააწოდა და დიმიტრი ტატანაშვილმა თავით გაიტანა. “ტატანას” მანამდე, მატჩის პირველ წუთებშიც შეეძლო გატანა, თუმცა თითქმის პირისპირ გასულმა ვერ შეაგდო.

გოლის დროს, საჩხერელები კაცნაკლულ მეტოქეს ეთამაშებოდნენ: მასპინძელთა ფეხბურთელი ანტონი “ჩიხურას” მეკარე დინო ჰამზიჩს ეუხეშა და კინაღამ შესაცვლელი გახადა. ჰამზიჩმაც დაუბრუნა ხურდა და მსაჯისგან გაფრთხილება მიიღო. ისე, 62-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელიც გააძევეს: გიორგი განუგრავამ მეორე ყვითელი მიიღო.

“ზიმბრუ” აშკარად სუსტი გუნდი იყო და საჩხერელებს შეეძლოთ, უფრო მსვიდად მიეყვანათ საქმე გამარჯვებამდე და მეტიც, ჰანდიკაპით ემარჯვათ. იყო შანსებიც, თუმცა სოსო ფრუიძის გუნდმა მეორე გოლი ვეღარ გაიტანა. “ზიმბრუ” კი იმდენად უფანტაზიოდ უტევდა, თქმაც არ ღირს.

“ჩიხურა” თუ გავა, მეორე ეტაპზე თურქულ “ოსმანლისფორს” შეხვდება.

“ზიმბრუ” (კიშიონიოვი) – “ჩიხურა” (საჩხერე) 0:1 (0:1)

ზიმბრუ: რუსუ, იარდანი, ლუანი, ემერსონი, ისალდო, კულიბალი (ერიკი 81), ანტონი, სპატარუ (იალო 86), ფორტესი, ალექს ბრუნო, ლიმა (ზაგაევში 46)

ჩიხურა: ჰამზიჩი, თორნიკე გრიგალაშვილი, შოთა კაშია, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, განუგრავა, საბა ლობჟანიძე (ლექვთაძე 57), ივანიშვილი, გაბედავა (დობროვოლსკი 57), ტატანაშვილი

გოლები: 0:1 ტატანაშვილი (40)

გაფრთხილება: განუგრავა (23, 62), ჰამზიჩი (36), იარდანი (74)

გაძევება: ანტონი (36), განუგრავა (62)

0.129642