ფეხბურთი

17:28 | 30.06.2016 | ნანახია 3068 - ჯერ

გიგზმა მოურინიოსთან მუშაობაზე უარი თქვა

რაიან გიგზი 29 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედს” ტოვებს. Daily Mail-ის ინფორმაციით, 42 წლის უელსელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო შტაბში შეზღუდული უფლებებით მუშაობაზე უარი თქვა.

გიგზი გასულ სეზონში ლუი ვან გაალის თანაშემწე იყო, მანჩესტერელთა ახალმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ კი ასისტენტად რუი ფარია მიიყვანა, რომელიც მასთან ერთად “პორტუდან” მოყოლებული ყველა კლუბში მუშაობდა. როგორც ირკვევა, გიგზის წარმომადგენლები ახლა “იუნაიტედთან” კომპენსაციის თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებას, რადგან რაიანს კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობის თანახმად, გიგზი შესაძლოა “ნოტინგემ ფორესტს” ჩაუდგეს სათავეში ან ტელეკომპანია ITV-ის საფეხბურთო ექსპერტი გახდეს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:39 | 30.06.2016
BATIGOLI 9. (4375)

თავის გოგოს დააკერინოს მოუმ და იქნებ დარჩეს გიგზი

18:18 | 30.06.2016
KoRBeN DaLLaS (24838)

ჰო, ასე უთქვამს, სეუ ჟოზე პროფილში ჩემი ძმის ცოლს გავს дა რომ ვუახლოვдები, ერექცია მეწყებაო DDDDD

17:52 | 30.06.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

ან ძმის ცოლს გახერხავს.

0.113393