ფეხბურთი

1:20 | 30.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნავალოვსკი საბერძნეთში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი კარიერას საბერძნეთის სუპერლიგის ბინადარ “ვერიაში” გააგრძელებს. ამის შესახებ Worldsport.ge რამდენიმე დღის წინაც წერდა, მაგრამ ტრანსფერი ბერძნული გუნდის ვებგვერდმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა. როგორც “ვერიას” საიტი გვატყობინებს, 30 წლის ქართველ მცველთან კონტრაქტი ერთი წლის ვადით გაფორმდა. გიორგი ბერძნებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მოგეხსენებათ, ბოლოს იგი ხაბაროვსკის “სკა ენერგიაში” ირჯებოდა. ნავალოვსკიმ “ვერიას” რიგებში სრულფასოვანი ვარჯიში უკვე ჩაატარა კიდეც.

“ვერიამ” გასულ სეზონში სუპერლიგაში მე-14 ადგილი დაიკავა და ქვედა ლიგაში გავარდნას გადაურჩა. შეგახსენებთ, ამ გუნდის ღირსებას შარშან კიდევ ერთი ქართველი გიორგი მერებაშვილი იცავდა, თუმცა ზამთარში ადგილსამყოფელი შეიცვალა.

0.117728