ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი დიდი ალბათობით ჩინეთში დასაქმდება. The guardian-ის ინფორმაციით, 68 წლის სპეციალისტთან თანამშრომლობით ჩინეთის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული და თავად ინგლისელსაც სურს კარიერის ჩინეთში გაგრძელება.
შეგახსენებთ, რომ ჰოჯსონმა ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ევრო 2016-ზე ისლანდიასთან მერვედფინალში განცდილი მარცხის შემდეგ დატოვა.