არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ 2014 წლის შემდეგ “დიდი სლემის” ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. არგენტინელმა “უიმბლდონის” პირველ წრეში ფრანგი რობერტსი 6:1, 7:5, 6:0 დაამარცხა. სამხრეთამერიკელი 1/32-ფინალში შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას შეხვდება.
დელ პოტრომ ბოლოს “დიდი სლემის” ტურნირზე, 2014 წლის “ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშა. მას შემდეგ კი მაჯის ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა.