კალათბურთი

20:20 | 28.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდელთა ნაკრები ლატვიასა და ესტონეთში სპარინგ-მატჩების ჩასატარებლად გაემგზავრა

დღეს, გამთენიისას, საწვრთნელი შეკრებისა და ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ბალტიისპირეთში გაემზავრა.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის, გიორგი ნიკოლაძისა და დიმიტრი ჟაკობოვის მიერ გაწვრთნილი ნაკრები ლატვიასა და ესტონეთში ჯამში 10 დღეს დაჰყოფს და ამ ქვეყნების ნაკრებებთან 4 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა ნაკრები ისრაელიდან 5 დღის წინ დაბრუნდა, სადაც საერთაშორისო ტურნირზე 3 მატჩი ჩაატარა. ჩერქეზიშვილის გუნდმა რუსეთის, ჰოლანდიისა და ისრაელის ნაკრებებთან ითამაშა და სამივე შეხვედრა დათმო.

იმ 12-კაციანმა შემადგენლობამ, რომელიც ისრაელში იმყოფებოდა, ცვლილება განიცადა. გიორგი ჩაჩხიანის, კოტე ბიწაძისა და რატი ნუცუბიძის ნაცვლად ლატვია-ესტონეთში ლევან მასხულია, ლევან გოგალაძე და გიორგი ქავთარაძე გაემგზავრებიან. შესაბამისად, დღეს, ბალტიისპირეთში გამგზავრებული 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა, შემდეგნაირად გამოიყურება:

უკანახაზელები: ლევან გოგალაძე, ტარიელ ზუზაძე, ნიკოლოზ ლომიძე, დავით ლომიძე, გიორგი ქავთარაძე.

ფორვარდები: გიორგი გუგეშაშვილი, ლევან მასხულია, ვილი ისიანი, ლუკა გიორგაძე, მაიზერ რევაზაშვილი

ცენტრები: გიორგი თვალაბეიშვილი, სოსო გოგნაძე.

საქართველოს ნაკრები ლატვიის ქალაქ მადონაში 7 დღეს დაჰყოფს და ამ ხნის განმავლობაში ლატვიის ნაკრებთან 2 სპარინგ-მატჩს გამართავს. მადონადან ჩერქეზიშვილის გუნდი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაემგზავრება და ადგილობრივ ნაკრებთანაც 2 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში იასპარეზებს. ტურნირი 15-24 ივლისს საბერძნეთის ქალაქ ხალკიდაში გაიმართება. საქართველო A ჯგუფში პორტუგალიასთან, მონტენეგროსთან, მაკედონიასთან და სომხეთთან მოხვდა.

„ბ“ დივიზიონში მთლიანობაში 21 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს, რომელთაგან 3 საუკეთესო „ა“ დივიზიონის საგზურს მოიპოვებს. გათამაშების ფორმატის თანახმად, პლეი ოფში 4 ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი გადის.

www.gbf.ge

0.151844