საჩხერის "ჩიხურა" "ზიმბრუსთან" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გასამართად მოლდოვაში 29 ივნისს, დილის 10:00 საათზე, ჩარტერული რეისით გაემგზავრება, საღამოს კი კიშინოვში წინასამატჩო ვარჯიშს გამართავს.
როგორც „ჩიხურას“ პრესსამსახური იტყობინება, საჩხერელები ოპტიმალური შემადგენლობით ემზადებიან მომავალი შეხვედრისთვის. გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე მოლდოვაში 19 ფეხბურთელს იახლებს:
ჰამზიჩი, სეფიაშვილი, ქავთარაძე, გრიგალაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, კაკუბავა, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, განუგრავა, კორიფაძე, სარდალიშვილი, ივანიშვილი, გაბედავა, დეკანოიძე, ლექვთაძე, ლობჟანიძე, ტატანაშვილი, მუმლაძე.
„ზიმბრუსა“ და „ჩიხურას“ პირველი მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 5 ივლისს ზესტაფონში გაიმართება.