გიორგი ნავალოვსკი საბერძნეთის სუპერლიგის კლუბ "ვერიაში" გადადის. ამის შესახებ ბერძნული საიტებიც იუწყებიან. 30 წლის მარცხენა მცველი საბერძნეთში ყოფილა მოლაპარაკებებზე და სავარაუდოდ, მხარეები შეთანხმდებიან კიდეც.
საქართველოს ნაკრების მარცხენაფლანგელი ბოლოს ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" თამაშობდა, სადაც კონტრაქტი გაწყვიტა.
"ვერიას" რაც შეეხება, გუნდმა გასულ სეზონში მე-14 (ბოლოდან მესამე) ადგილი დაიკავა.