ჭიდაობა

10:15 | 28.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლების 5 მედალი სტეპან სარგსიანის თასზე (+VIDEO)

25-26 ივნისს ვანაძორში გაიმართა სტეპან სარგსიანის საერთაშორისო თასის გათამაშება, სადაც საქართველოს თავისუფალი სტლით ნაკრებმა ოლიმპიურ წონებში სათადარიგო შემადგენლობით იასპარეზა.

ჩვენმა გუნდმა დავით პოღოსიანის და ალექსანდრე კახნიაშვილის ხელმძღვანელობით 5 მედლის მოპოვება შეძლო. აღსანიშნავია რომ ტურნირში ირანის და რუსეთის ნაკრებებმა ძლიერი შემადგენლობით იასპარეზეს.

საქართველოს ნაკრებიდან ვერცხლის მედალი ლაშა ლომთაძემ (61) მოიპოვა, ბრინჯაოს მედლები ბექა ლომთაძემ (61), ჯუმბერ ყველაშვილმა (74), ომარ გუსოშვილმა (97) და გიორგი მეშვილდიშვილმა (125) დაისაკუთრეს. გამარჯვებულს პრიზად 3000 დოლარი ერგოთ, მეორე ადგილისანს – 2000, მესამეზე გასულს – 1000.

სტეპან სარგსიანის საეთაშორისო თასი (ვანაძორი, სომხეთი 25-26 ივნისი)

57 კგ.

  1. გარიკ ბარსეგიანი (სომხეთი) 2. გასანგუსეინი ბადრუდინოვი (რუსეთი) 3. გარნიკ მნაცაკანიანი (სომხეთი) და რასულ მეშეზეოვი (რუსეთი)

61 კგ.

  1. ახმედ ჩაკაევი (რუსეთი) 2. ლაშა ლომთაძე (საქართველო) აბდულა ახმედოვი (რუსეთი) და ბექა ლომთაძე (საქართველო)

65 კგ.

  1. ალან გოგაევი (რუსეთი) 2. მეისამ ნაზირი (ირანი) 3. ნარეკ სირუნიანი (სომხეთი) და ივან ფილიპოვი (რუსეთი)

70 კგ.

  1. მაგომედხაბიბ კადიმაგომედოვი (რუსეთი) 2. გრიგორ გრიგორიანი (სომხეთი) 3. ანდრეი კვიატკოვსკი (უკრაინა) და ალიბეკ აბაევი (რუსეთი)

74 კგ.

  1. კახაბერ ხუბეჟტი (რუსეთი) 2. ალან ზასეევი (რუსეთი) 3. არსალან ბუდაჟაპოვი (რუსეთი) 3. ჯუმბერ ყველაშვილი (საქართველო)

86 კგ.

  1. ალირეზა კარიმი (ირანი) 2. შამირ ატიანი (სომხეთი) 3. მუსლიმ მაგომედოვი (რუსეთი) და ვლადისლავ ვალიევი (რუსეთი)

97 კგ.

  1. გიორგი კეტოევი (სომხეთი) 2, ამირ მოხამადი (ირანი) 3. ომარ გუსოშვილი (საქართველო) და რენატ კაჩმაზოვი (რუსეთი)

125 კგ.

  1. ფავრიზ ჰადი (ირანი) 2. ბალდან ჩიჟიპოვი (რუსეთი) 3. გიორგი მეშვილდიშვილი (საქართველო) და ლევან ბერიანიძე (სომხეთი)

www.wrestling.ge

0.171239