მსოფლიოს 25-ე ჩოგანი სერბი ანა ივანოვიჩი “უიმბლდონის” პირველ წრეში რეიტინგის 223-ე ნომერ რუს ეკატერინა ალექსანდროვასთან 2:6, 5:7 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ რუსი ჩოგბურთელისთვის ეს “დიდი სლემის” ძირითად ბადეში პირველი მატჩი იყო და შესაბამისად, პირველადაც იმარჯვა.
შეხვედრა საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. ალექსანდროვამ 5-დან 4 ბრეიკი გამოიყენა, ხოლო ივანოვიჩმა 2-დან ერთი. ჯამში ეკატერინამ 56 გათამაშება მოიგო, ხოლო ანამ - 46.