ფეხბურთი

18:11 | 27.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ზუგდიდმა“ მზადება დაიწყო

საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ ოთარ გაბელიას ხელმძღვანელობით ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. როგორც კლუბის პრესსამსახური იტყობინება, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობენ ახალწვეულებიც: გიგა ბეჭვაია (ცხინვალი), საბა ლომია (ლიახვი), გიორგი ჭანკოტაძე (ჩიხურა) და გივი იოსელიანი (სამტრედია), რომლებიც გარდამავალ ჩემპიონატზე „ზუგდიდში“ იასპარეზებენ.

რამდენიმე დღეში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს ელიან, ორ დღეში კი გუნდს რაფაელ ჩუკურაც შეუერთდება. გარდა ამისა, ზუგდიდელთა რიგებში ისინჯება ახალბედა რუსი ლეგიონერი სტანისლავ კონდრატენკო, რომელმაც ასევე პირველად ივარჯიშა.

გუნდმა პირველი დღე ძირითადად ფიზიკურ მომზადებას დაუთმო, თუმცა ფეხბურთელებმა გარკვეულ მონაკვეთში ბურთთან ერთადაც ივარჯიშეს. მიმდინარე კვირას ფეხბურთელები ფიზიკურად მოემზადებიან, რის შემდეგაც ზუგდიდელთა დამრიგებელი ოთარ გაბელია მათ ორჯერად ვარჯიშებზე გადაიყვანს. ასევე დაგეგმილია საკონტროლო მატჩებიც.

0.209273