ნიკა კაჭარავა და გიორგი ილურიძე კვიპროსის "ეთნიკოს ახნასში" გადავიდნენ.
22 წლის კაჭარავა გასული სეზონის პირველ ნახევარში "ცხინვალში" თამაშობდა და 13 გოლით ლიდერობდა ბომბარდირთა ცხრილს, "როსტოვში" კი იანვარში გადავიდა და პრემიერლიგაში საერთოდ არ უთამაშია: სათადარიგოთა სკამზე გახლდათ.
ილურიძეს რაც შეეხება, ბოლოს ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" გახლდათ. 24 წლის ილურიძეს საუკეთესო პერიოდი გორის "დილაში" ჰქონდა, 2013 წელს ევროტურნირებზე მშვენივრად ითამაშა და სპლიტის "ჰაიდუკში" წავიდა, სადაც 9 თვე დაჰყო.
"ეთნიკოს ახნასში" გასული სეზონის მეორე ნახევარში თამაშობდნენ ელგუჯა და შოთა გრიგალაშვილები, ასევე რევაზ ბარაბაძეც. გუნდი ბოლო ტურებში გადაურჩა გავარდნას.