“ჩიკაგო ბულზის” გამთამაშებელი დერეკ როუზი “ნიუ იორკ ნიქსში” გადავიდა, აღნიშნულ ინფორმაციას “ნიუ იორკის” ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს. გამთამაშებელი ნიუ იორკმა რამდენიმე კალათბურთელის გაცვლის შედეგად მიიღო. “ჩიკაგომ” როუზის ნაცვლად ხოსე კალდერონი, დჯერიანა გრანტი, რობ ლოპესი, ჯასტინ ჰოლიდერი და 2017 წლის დრაფტის მეორე რაუნდის პიკი მიიღო.
დერეკ როუზი“ჩიკაგოს” ღირსებას 2008-2016 წლებში იცავდა. 2011 წელს გამთამაშებელი რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა.