25-26 ივნისს სომხურ ვანაძორში თავისუფალ ჭიდაობაში სტეპან სარგსიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 20 ქვეყნის ნაკრები მიიღებს. თითოეულ წონაში გამარჯვებულს პრიზად 3000 დოლარი ერგება, მეორე ადგილოსანს 2000, მესამეზე გასულს – 1000.
საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს.
57 კგ – ოთარ გოგავა, ლაშა ტალახაძე
61 კგ – ბექა ლომთაძე, ლაშა ლომთაძე, გიორგი რევაზიშვილი, შალვა ხუციშვილი
65 კგ – გიორგი ბრეგაძე, კახა ელბაქიძე, ლევან ქელეხსაშვილი, რამაზან მალაკოევი
70 კგ – დიმიტრი ბასილაშვილი, თორნიკე კვინიკაძე, დავით ბუზიაშვილი
74 კგ – ზურაბ ერბოწონაშვილი, ნიკა კენჭაძე, დავით ტლაშაძე
86 კგ – დავით ხუციშვილი, ნოდარ ეგაძე, თორნიკე ალადაშვილი
97 კგ – ზვიად მეტრეველი, ბექა გოგიჩაშვილი, გიორგი ასლანიშვილი
125 კგ – გიორგი მეშვილდიშვილი, გიორგი საკანდელიძე
გუნდის მწვრთნელები დავით პოღოსიანი და ალექსანდრე კახნიაშვილი არიან, მსაჯების რანგში კი ტურნირზე რუსლან დარსანია და თემო ყაზარაშვილი წარსდგებიან.
www.wrestling.ge