ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ კოპა ამერიკის მოახლოებული ფინალის შესახებ ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ფინალს არგენტინის ნაკრები მოიგებს. მაგრამ თუ წააგო, ფეხბურთელებს ვურჩევ, რომ სამშობლოში არ დაბრუნდნენ,” - მარადონას სიტყვებს “მარკა” ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის ფინალში არგენტინა ჩილეს შეხვდება, მატჩი 27 ივლისს თბილისი დროით 04:00 საათზე გაიმართება.