ჭიდაობა

1:23 | 24.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართველი მსაჯი რიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ (UWW) ის 50 მსაჯი დაამტკიცა, რომლებიც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებს მოემსახურებიან.

არსებობს მსაჯების სამი კატეგორია – სუპერვაიზერი, ინსტრუქტორი და რეფერი. ერთ ქვეყანას მხოლოდ თითო წარმომადგენლის ყოლა შეუძლია სამივე კატეგორიაში.

ჩვენთვის ფრიად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მსაჯების რაოდენობა ორამდე გაიზარდა. მოგეხსენებათ, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ ერთი არბიტრი ედიშერ მაჩაიძე გვყავდა, ამჯერად კი სტატუსი კიდევ ერთმა ქართველმა არბიტრმა თემო ყაზარაშვილმა აიმაღლა და ოლიმპიური კატეგორია მიენიჭა.

ყაზარაშვილი ჩვეულებრივი მსაჯი იქნება და უშუალოდ შეხვედრებს განსჯის, მაჩაიძე კი სუპერვაიზერის სტატუსს ატარებს და საპროტესტო ეპიზოდებში (ჩელენჯი) ჩარევის და საბოლოო დასკვნის გამოტანა ევალება.

UWW-ს გადაწყვეტილებითვე, ოლიმპიურ თამაშებზე მსაჯების რაოდენობა 80-იდან (2012 წელს) 50-ამდე (2016) შემცირდა.

www.wrestling.ge

0.13575