ფეხბურთი

20:05 | 23.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანმა "ატლეტიკოსთან" გაახანგრძლივა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა მადრიდის "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "როხიბლანკოსის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"კონტრაქტის გახანგრძლივებით ბედნიერი ვარ. მინდა ყოველწლიურად პროგრესი განვიცადო, კლუბი, მწვრთნელები და თანაგუნდელები კი გოლების გატანაში მეხმარებოდნენ." - განაცხადა გრიზმანმა.

ანტუანი "ატლეტიკომ" "სოსიედადიდან" 2014 წელს 30 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინა, ახლა კი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს. გასულ სეზონში გრიზმანმა 54 მატჩში 32 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამჟამად თავდამსხმელი საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება. ფეხბურთელმა ჯგუფურ ეტაპზე თავის გამოჩენა ერთხელ შეძლო.

0.124834