ფეხბურთი

20:36 | 23.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

„სიონის“ სტადიონზე საფარის განახლება მიმდინარეობს

ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე განახლებითი სამუშაოები მიმდინარეობს. „სიონი“ახალი სეზონისთვის ემზადება და როგორც კლუბის ფეისბუქ-გვერდი იტყობინება, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს მზადყოფნაში შეხვდება მოედანიც.

ამჟამად ფედერაციის მიერ გამოგზავნილი ტექნიკით ხდება სპეციალური ქვიშის დაყრა, მუდმივად ირწყვება და იკრიჭება საფარი. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა და "სიონის" გენერალურმა დირექტორმა მოინახულეს.

განახლებულ საფარზე 7 აგვისტოს XXVIII გარდამავალი ჩემპიონატი გაიხსნება.

0.157013