"სამტრედიამ" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ფეხბურთელთა განაცხადი წარადგინა უეფა-ში. გია ცეცაძის გუნდში 24 მოთამაშეა:
მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, კახაბერ მეშველიანი, ოთარ სტურუა
მცველები: ნიკა სანდოხაძე, ჯემალ გოგიაშვილი, დავით მთივლიშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ლაშა შერგელაშვილი, დაჩი ცნობილაძე, გიორგი ახალაძე, ზურაბ სტურუა
ნახევარმცველები: გიორგი დათუნაიშვილი, შოთა კერძევაძე, დავით რაჟამაშვილი, ავთო ენდელაძე, თემურ მარკოზაშვილი, გიული მანჯგალაძე, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი გამყრელიძე
თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული, დავით ჯიქია, ბუდუ ზივზივაძე, ზაურ ხაბეიშვილი, აკაკი ნინუა
შეგახსენებთ, სამტრედიელთა მეტოქე აზერბაიჯანული "გაბალაა". პირველი მატჩი 7 ივლისს ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო საპასუხო 14 ივლისს ბაქოში, "ბაქსელ არენაზე" - დასაწყისი 21:00 საათი.