ტრადიციულად, 23 ივნისს მთელი მსოფლიო აღნიშნავს „ოლიმპიური დღეს", რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღს (23 ივნისი, 1894) უკავშირდება.
ჩვენს ქვეყანაში ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური გარბენი და სხვა მასობრივი ღონისძიებები 1993 წლიდან იმართება, მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სოკ-მა აღიარა და თავის სრულუფლებიან წევრად მიიღო.
სეოკ-ის და მისი რეგიონული ორგანიზაციების თაოსნობით „ოლიმპიური დღე" წლეულსაც ფართოდ აღნიშნება. სპორტული შეჯიბრებები მოეწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთავარი ღონისძიება კი ამჯერად ქუთაისში გაიმართება.
სეოკ-ის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის რეზო რობაქიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დილის 10 საათზე ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში სტარტს აიღო მასობრივმა მძლეოსნურმა გარბენმა, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ასაკის 500-ზე მეტი ადამიანი იღებდა.
11 საათზე კინოთეატრ საქართველოსთან ღია ცის ქვეშ მოეწყო გამოფენა - „ოლიმპიზმი სახვით ხელოვნებაში". 14 საათიდან ქუთაისის სპორტის მუზეუმი მასპინძლობს ფოტო-გამოფენას - „ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებელი საქართველოს მონაწილეობის 20 წელი". იქვე გამოიფინება ოლიმპიურ-ნუმიზმატიკური ფულადი ნიმუშები.
„ოლიმპიური დღე" დასრულდება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, სადაც სეოკ-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტის - „ვგულშემატკივრობთ საქართველოს'ფარგლებში გაიხსნება სპეციალური ბანერი, სიმბოლურად დანთება ოლიმპიური ცეცხლი, წარმოდგენილი იქნება ცეცხლოვანი ბრაზილიური სპორტული ცეკვები.
„ოლიმპიურ დღე" საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვმა გახსნა.
www.geonoc.org.ge