საქართველოს ჩემპიონი თბილისის “დინამო” ახალი სეზონისთვის ავსტრიულ დაბა სანტ იოჰანში მზადებას განაგრძობს. იურაი იარაბეკის შეგირდები სამდღიანი ვარჯიშების შემდეგ პირველ სპარინგს დღეს გამართავენ. თბილისელთა მეტოქე პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ვარშავის “ლეგია” იქნება. თამაში ინსბრუკის დაბა ნოიშტიფტში თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი გეგმავს.
“დინამოს” ავსტრიაში კიდევ სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს: 26 ივნისს რაზგრადის „ლუდოგორეცს“ ეთამაშება, 29 ივნისს ჰაიფას „მაქაბის“ და 4 ივლისს კიევის „დინამოს“.